პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

03 მაისი 2023, 11:12 784 ნახვა

ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ  მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს, - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება  კამპანიას, თითქოს საქართველო ნატოსთან არ თანამშრომლობს.  

გამოაქვეყნა  ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიაც, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო ნატოს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.  

შეგახსენებთ,  საქართველო წელს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობას არ მიიღებს, რასაც  თავდაცვის სამინისტროში   ლოგისტიკური ხარჯებით ხსნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში