შეხვედრა გაეროს სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთან

04 მაისი 2023, 14:18 811 ნახვა

აჭარას გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი  წარმომადგენელი  სტუმრობს.  ელჩებს უკვე  უმასპინძლა რეგიონის პირველმა ფინანსისტმა. 

სამინისტროს ინფორმაციით,  ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს ქვეყნებს შორის, ასევე რეგიონის ჭრილში არსებული თანამშრომლობის დინამიკაზე ესაუბრა. ამასთან  შეხვედრაზევე გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაზე. 

აღსანიშნავია, რომ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს.

მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში