ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, გადაღებულია ეს - გომელაური ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადებებზე

05 მაისი 2023, 14:48 661 ნახვა

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ტყუილია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადებები, თითქოს მასთან მიიტანეს გარდაცვლილის ტელეფონი, რომელიც დალუქული არ იყო.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილის პირადი ნივთები და მათ შორის მობილური ტელეფონი ადგილზე კამერების წინ დაილუქა და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

„მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, გადაღებულია ეს, უწყვეტ კადრებს იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. რაც მას ჰქონდა თან. საიდან მოიტანა სერგო შუბითიძემ, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დაილუქა, მანამდე გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილია. დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში