ვიზიტი იაპონიაში

06 მაისი 2023, 12:01 727 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს იჩირო აისავას შეხვდა,  რომელიც ვიზიტით  საქართველოში იმყოფება. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები.

ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას და არსებული პოტენციალის სრულიად ათვისების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას და საქართველო იაპონის შორის პირდაპირი ავია-რეისების დანიშვნას შესაძლებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონელ პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მხარის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში