გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

08 მაისი 2023, 20:38 1432 ნახვა

VIVA LA VITA” –ხელოვნების მუზეუმში  დედა-შვილის რუსუდან მჟავანაძის და თეა ჭანტურიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაზე 30 ფერწერული, გრაფიკული, სამოსის დიზაინის და კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. თეა ჭანტურიშვილი  ამჟამად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსია. ხატვა მისი გატაცებაა და სიცოცხლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატულება. სწორედ  ამიტომ გამოფენას  VIVA LA VITA ეწოდა,  რაც იტალიურად გაუმარჯოს სიცოცხლეს ნიშნავს. რუსუდან მჟავანაძე კი პედაგოგია და ამ მიმართულებით 40 წელია  მუშაობს. მისი ნაშრომები ტორონტოში, რომში, თბილისში, მოსკოვში და ბათუმის კერძო კოლექციებში ინახება. ნამუშევრების ნახვას  ხელოვნების მუზეუმში  12 მაისის ჩათვლით შეძლებთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში