შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

15 თებერვალი 2017, 00:00 1413 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. ასევე,, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო როლზე. შეხვედრის თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და არაღიარების პოლიტიკა იყო. შეხვედრას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა.

ამავე კატეგორიაში