ცვლილება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში - პოლიტიკური შეფასებები

09 მაისი 2023, 11:50 679 ნახვა

„მზადება გაყალბებისთვის“ - ასე აფასებს ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას და ამბობენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მას არ ექნება.

მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას ადმინისტრაციის ერთპიროვნულად დაკომპლექტების მცდელობაში სდებენ ბრალს. კონკრეტულად პარტია ''ლელოში'' ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის დაკნინების მიზნით, ''ოცნებამ'' გადაწყვიტა დაიწყოს არჩევნების უზურპაციის პროცესი.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს პროექტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე ბარიკადებს აღმართავს. პრეზიდენტს მოუწოდებს მკაფიო პოზიცია გამოხატოს და ვეტოზეც დაფიქრდეს. 

ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში