თოჯინების თეატრში ხვალ პრემიერაა

09 მაისი 2023, 14:26 620 ნახვა

ბათუმის თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება. რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე მაყურებელს „ვინი პუჰის“ განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს.

შემეცნებითი სპექტაკლი სამ ეპიზოდიანია, თითოეული 35 წუთიანი. სპექტაკლში მოქმედება ბათუმში ხდება, ამ შემთხვევაში ვინი პუჰი ბათუმელია, რომელსაც ბაბუა ინგლისელი ჰყავს.

მოქმედება ნაწილობრივ ინგლისურ ენაზე წარიმართება.

სპექტაკლის პირველი ნაწილის პრემიერა ხვალ, მეორე 11 მაისს, ხოლო მესამე ნაწილი მოგვიანებით შედგება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში