ვიზალიბერალიზაცია

15 თებერვალი 2017, 00:00 2497 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, აცხადებს, რომ საბოლოო ეტაპი შორს არ არის. იანოშ ჰერმანი საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს  დადებითად აფასებს. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი ადასტურებს, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ბოლო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება. მისივე განცხადებით ძალაში რჩება საქართველოსთვის მიცემული დაპირება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უახლოეს პერიოდში მიიღებს. 

ამავე კატეგორიაში