ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე - გიორგი ვაშაძე შსს-ს მიმართავს

09 მაისი 2023, 14:18 689 ნახვა

ე.წ-ლი ქოლ-ცენტრების საქმეში ახალი გარემოებებია - აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, რომელიც ამ საკითხს სპეციალური ბრიფინგით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.   

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ 5 მაისს, აღმაშენებლის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის უკან მთელი სახელმწიფო სისტემაა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სახელმწიფო სისტემა მონაცემების გაყალბების გზით "ქოლ-ცენტრების" საქმეზე მისი და მისი ძმის სახელის დაკავშირებას ცდილობს. ამიტომ იგი მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ დაინტერესდნენ რატომ არის კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი მონაცემები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში