სამედიცინო კონფერენცია

15 თებერვალი 2017, 00:00 2548 ნახვა

აზარტული თამაშები, ნარკომანია, ალკოჰოლი და სხვა  - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის დამოკიდებულების პრევენციაზე, მკურნალობასა და ზიანის შემცირების მნიშვნელობაზე დღეს კიდევ ერთხელ მსჯელობდნენ. თუმცა ამჯერად იმ პროექტის შეჯამების ფორმატში, რომელიც საქართველოში სამი წელია ხორციელდება და იგი ქვეყანაში ადიქტოლოგიის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მეცნიერების განვითარებას ისახავს მიზნად. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აღნიშნული მეცნიერების განვითარების მიზნით ევროკომისიის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საბაკალავრო და  სამაგისტრო სწავლების კურსებიც მოამზადა, რომელზეც პირველ მსმენელებს უნივერსიტეტი მომავალი წლიდან მიიღებს.

ამავე კატეგორიაში