ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების ამბასადორიალი

10 მაისი 2023, 11:11 666 ნახვა

ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა  - ამბასადორიალი გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის. 

სამუშაო შეხვედრაზე  განიხილავენ  წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ  და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მათ შორის  12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს,  ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერასა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში