დაპირისპირება ენმ-ში 

10 მაისი 2023, 11:26 703 ნახვა

მიზანმიმართულად ხდება პარტიის დასუსტება - ასე აფასებენ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' კიდევ რამდენიმე წევრის მიერ პარტიის დატოვებას.  ბაჩო დოლიძე მიმდინარე პროცესებს ოპოზიციური პარტიის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პროცესი ნაციონალური მოძრაობის გახლეჩისკენ მიდის და ოპოზიციურ პარტიაში ჯერ კიდევ შიდა პარტიული არჩევნების დროს იყო ვითარება დაძაბული.  

გუშინ ნაციონალური მოძრაობა ხობისა და ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დატოვეს.  გადაწყვეტილების შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაწერა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პარტიაში ახალი მენეჯმენტის მოსვლაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში