გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

11 მაისი 2023, 14:15 734 ნახვა

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს.   მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე გაერთიანებულ საპროცედურო და ადამიანთა უფლებების კომიტეტზე იმსჯელეს, განხილვამ ადამიანის უფლებაა დაცვის კომიტეტზე გადაინაცვლა.

ოპოზიციური პარტიებს არ აქვთ მოლოდინი, რომ  კანონში რეალური ცვლილებები განხორციელდება და უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

ქართული ოცნება კი გეგმავს რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინოს, თუმცა რა სახით, ორშაბათს წამყვან იურიდიულ კომიტეტზე გაასაჯაროვებენ. მეორე ნაწილთან დაკავშირებით კი განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას მმართველი გუნდი არ გეგმავს და შესაბამისად ცვლილებების ნაწილი კანონპროექტში ვერ აისახება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში