ენმ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს

12 მაისი 2023, 11:02 772 ნახვა

‘’ნაციონალური მოძრაობა’’ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს და პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებს – ამ მოთხოვნებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია  ბათუმში 14  მაისს მსვლელობას აანონსებს და მოქალაქეებს  აქტიურობისკენ  მოუწოდებს.  

მსვლელობა იუსტიციის სახლის ტერიტორიიდან დაიწყება და მთავრობის სახლთან დასრულდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პროტესტით საქართველოს ხელისუფლება  ხალხის  ნებას  დაინახავს. 

საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რასაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა  და გაზრდილი   მიგრაცია  ქმნის.    

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში