ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი რომ ვიყო, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება, ეს მთავრობამ ხალხთან ერთად დაიმსახურა - თეა წულუკიანი

12 მაისი 2023, 18:29 725 ნახვა

ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი რომ ვიყო, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირისა და საქართველოსთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ვიტყვი ჩემს პირად პოზიციას. ალბათ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია, მაგრამ მაქვს აზრის გამოთქმის უფლებაც, თავისუფლებაც და, ვფიქრობ, ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება გარკვეული ადამიანური რესურსის მობილიზება, მათ შორის პოლიტიკოსების, გეოპოლიტიკოსების, ანალიტიკოსების, რათა ევროკავშირმა შეძლოს, საქართველოში ამ რთულ დროს, მათთვის, ჩვენთვის და ყველასთვის რთულ დროს გაატაროს სწორი პოლიტიკა ევროკავშირისთის. მე რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი ვიყო, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება. ეს არის, რაც ჩვენმა ერმა, ხალხმა და, რაც არ უნდა, ზოგს არ ესიამოვნოს, ჩვენმა მთავრობამაც თავის ხალხთან ერთად დაიმსახურა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში