სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მოქმედება იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი - შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2023, 19:00 660 ნახვა

სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მოქმედება იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები. ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე. ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობისა და პატივისცემისა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში