უარი სტრასბურგიდან

13 მაისი 2023, 18:02 706 ნახვა

მმართველ გუნდში სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასეს.

გია ვოლსკი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივს უწოდებს, მიხეილ სააკაშვილზე კი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია. აცხადებს, რომ „სააკაშვილის პოლიტიკური გარემოცვა არა თუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებს, რომ მან თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს“.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ''ვივამედშიც'' ეხმაურებიან. კლინიკის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეთავაზებული მკურნალობა ადეკვატურია და ამას მოწმობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში