საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანაზე

15 თებერვალი 2017, 00:00 1914 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს კიდევ ერთ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით გამოაცხადა გადაწყვეტილება. სასამართლომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო. ძალადაკარგულად გამოცხადდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, იმ პირის მიმართ რომელიც პირადი მოხმარებისთვის 100 გრამამდე ნედლ, ან 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას შეიძენდა ან შეინახავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას.  სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამი გამომშრალი მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი.

ამავე კატეგორიაში