საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში

14 მაისი 2023, 12:00 1536 ნახვა

ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები ქალაქ პეზაროში გრძელდება.

საოპერო სიმღერის საერთაშორისო აკადემიის „რენატა ტებალდი და მარიო დელ მონაკო“, სამხატვრო ხელმძღვანელი, მაესტრო ნინო ლეჟავა იტალიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, „საქართველოს კულტურის დღეებს“ წლებია აწყობენ.

წლევანდელი ღონისძიებები სრულად დაეთმო ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებით კოლექტივებს ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ბათუმს“, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლსა და ვოკალურ ანსამბლს.

უკვე ჩატარდა ქართული საგალობლების საღამო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში