შეხვედრა ბათუმის მერიაში

14 მაისი 2023, 11:50 750 ნახვა

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვერონიკა გარსია დელ არკოსთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა და ბათუმის მერმა გამართეს.

შეხვედრაზე kfw-ს პროექტზე ისაუბრეს, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. სწორედ kfw-ს მხარდაჭერით აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 78 მლნ. ევროს ღირებულების პროექტით  39 სოფელში ახალი ინფრასტრუქტურით 30 000 აბონენტი ისარგებლებს.

შეხვედრაზე ბათუმისთვის 15 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფა დაიგეგმა, რომელიც  ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, ველო და ქვეითთა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში