სადავო ცვლილებები ცესკოს დაკომპლექტების წესში

14 მაისი 2023, 15:02 673 ნახვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა კომიტეტებზე იწყება - ცესკოს ფორმირების წესში დაგეგმილი ცვლილება, სავარაუდოდ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მორიგი მიზეზი გახდება.

პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესს ჩამოსცილდება და ეს უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა.

იცვლება კანდიდატების ასარჩევად საჭირო კვორუმიც - ახალი თავმჯდომარის ასარჩევად 76 ხმა საკმარისი იქნება. ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში