უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები რუსეთთან - პოლიტიკური შეფასებები

15 მაისი 2023, 12:02 621 ნახვა

დღეიდან რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაშია, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა. პუტინმა ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა ხვალიდან განახლდეს.

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენას ოპოზიცია პუტინის ჯილდოდ აფასებს. აცახდებენ, რომ დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ ჯიუტად მიდის და შორდება ევროპას.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის საკითხის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, არასწორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში