ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე - გიორგი ვაშაძის ბრიფინგი

15 მაისი 2023, 14:03 645 ნახვა

მიმდინარე კვირაში პარლამენტში კენჭისყრაზე უნდა დადგეს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი.

თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრის საბოტაჟს კვლავ  მოახდენს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, რომ თვითონ დგანან „ქოლ-ცენტრების“ უკან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ვაშაძემ ოპოზიციას  მობილიზაციისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით ახალ ფაქტებს გაასაჯაროებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში