ცვლილებები ცესკოს ფორმირების წესში - საკანონმდებლო ინიციატივა

15 მაისი 2023, 14:13 663 ნახვა

ცესკოს დაკომპლექტების წესი და სადავო ცვლილებები. პარლამენტში საკითხზე განხილვები დაიწყო. პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა და მისი ჩამოშორება პროცესებისგან - ასე აფასებს ცვლილებას ოპოზიცია, მსგავსი ეჭვი აქვს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსაც.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონს მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.  "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 2021 წელს მიღებული წესი იცვლება. პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი კი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში