უმაღლესმა საბჭომ 18 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

16 მაისი 2023, 14:45 600 ნახვა

18 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა უმაღლესი საბჭოში ბიურომ. ბიუროს წევრებმა კომიტეტებში განსახილველად 5 საკითხი ჩაუშვეს. 

ცვლილებები შედის საჯარო მოხელეების დეკლარაციების წარდგენის წესში. ამიერიდან დეკლარაციებს ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ჩაიბარებს.

სხდომაზე ირაკლი ჩავლეიშვილის ინიციატივაც განიხილეს. საუბარია დამოუკიდებელი დეპუტატის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლებაზე.  

ბიუროზე გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

უმაღლესი საბჭო 2023 წლის რესპულიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშსაც მოისმენს. ბიურომ ყველა საკითხი კომიტეტებს განსახილველად უკვე წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში