ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

17 მაისი 2023, 10:49 703 ნახვა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, იგი „გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პირი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია.

„1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.

სამართალდამცველებმა გ.ლ. დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში