ევროპის საბჭოს სამიტი რეიკიავიკში

17 მაისი 2023, 12:03 597 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი. სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა პრემიერი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაურიც მონაწილეობს, რეიკიავიკში გუშინ გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა უკვე მიიღო მონაწილეობა ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  არსებული გამოწვევების მიუხედავად, დემოკრატია საქართველოში მდგრადია.

ირაკლი ღარიბაშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სრულად ემთხვევა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ამ მხრივ, მოითხოვს ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში