მაუწყებლის განვითარების გეგმა

15 თებერვალი 2017, 00:00 1318 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან გეგმასთან დაკავშირებით, მაუწყებლის მენეჯმენტი თანამშრომლებთან შეხვედრებს განაგრძობს. გეგმა 100-ზე მეტი გადაცემის გაჩერებას და გამოთავისუფლებული თანხით არხის ტექნიკურ გადაიარაღებას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიხედვით ტელეკომპანია სატელევიზიო სივრცეში ლიდერად უნდა იქცეს. საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საკუთარი შენიშვნები დააფიქსირეს. შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან გაგრძელდება. მაუწყებლის “ბორდი” დოკუმენტს რომელშიც გადაცემების შეფასების კრიტერიუმია გაწერილი, ხვალ წარადგენს. 

ამავე კატეგორიაში