საქართველოს პრემიერის გამოსვლა ევროპის საბჭოს სამიტზე

17 მაისი 2023, 15:09 663 ნახვა

„თუ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია და იყოს მშვიდობა, საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი უნდა ჰქონდეს“ - რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერმა რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკვე იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს - ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე. ისლანდიაში ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერი გამართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. 

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი  გუშინ გაიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში