დაკავება ტერორიზმის ბრალდებით

17 მაისი 2023, 19:52 708 ნახვა

პროკურატურამ ტერორისტული საქმიანობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ,ასევე,ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად,მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია,ცეცხლსასროლი იარაღები,საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.       

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში