აჭარაში თოვს

16 თებერვალი 2017, 00:00 3441 ნახვა

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 500-მდე აბონენტი, ქარბუქი და შეზღუდვები გზებზე. ხულოში ისევ თოვს. თოვლის საფარმა დაბაში  1 მეტრს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს გადააჭარბა. უამინდობის გამო შეფერხებებია  სოფლების: დიდი რიყეთის, კორტოხისა და ბოძაურის მიმართულებით. გზები 5 მიმართულებით იწმინდება. დააზიანებულია  ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც საციხურის, დიდაჭარის და სხალთის ადმინისტარაციულ ერთეულებში შემავალ  რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება. 13 საბავშვო ბაღიდან 5 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ განახლებულა. გამგეობაში მუშაობს  24 საათიანი საგანგებო შტაბი.  თოვს შუახევშიც. არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. მაღალი ზონის სოფლებში მოძრაობა შეზღუდულია. შუქი დილიდან არ მოიწოდება წყალსაყრის, ბარათაულისა და ნაწილობრივ ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. სასწავლო პროვესი აქ არ შეფერხებულა. თუმცა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი  შეწყვეტილია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში