UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 

18 მაისი 2023, 11:05 590 ნახვა

საქართველოს დელეგაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. მათ  სესიის ფარგლებში მონაწილეობა უკვე მიიღეს თემატურ დისკუსიებში. ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან და ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 40-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო, ადმინისტრაცია და ორგანიზაციაა წარდგენილი. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სესიის ფარგლებში „ტურიზმის განახლებული ხედვები“ - დისკუსია გაიმართა ტურიზმის სექტორში ინოვაციური კონცეფციების განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იდეები მიაწოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია და რა ტიპის მხარდაჭერა უნდა გაუწიონ ტურიზმის ორგანიზაციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში