რეიკიავიკის სამიტი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა

18 მაისი 2023, 12:00 630 ნახვა

ვერთიანდებით ჩვენი ღირებულებების გარშემო - ამ სახელწოდების ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა ევროპის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტი ისლანდიაში.

24 გვერდიანი დოკუმენტით 46 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია სამიტზე მიღწეული შეთანხმება, მოხდეს ევროპის საბჭოს გაძლიერება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პასუხისმგებლობის საკითხსა და ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაზე.

დეკლარაციის მიხედვით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის გამო შეიქმნას ე.წ. ზიანის რეესტრი, რომელიც საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის პირველი ნაბიჯი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში