პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

18 მაისი 2023, 11:20 563 ნახვა

მინისტრის საათი პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ოპოზიცია ინტერესდება საავადმყოფოებში ახლად ამოქმედებული პროგრამა დი-არ-ჯის გამოწვევებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარებით.

შეკითხვები შეეხება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობასაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში