იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი

18 მაისი 2023, 12:05 646 ნახვა

ვინ გაურიგდა ''ქართულ ოცნებას'' და ვინ უღალატა ''ნაციონალური მოძრაობის'' იდეას? – პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევა ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დეპუტატებს საკუთარი ვერსიები აქვთ, საუბრობენ ფარულ შეხვედრაზე ფრაქცია ''ნაციონალურ მოძრაობის'' წევრებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის.

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთა მხარდაჭერაც ჰქონდათ გუშინ წარდგენილ კანდიდატებს, აცხადებენ, რომ არჩევის პროცესში მონაწილეობა იყო შეცდომა და არა გარიგება "ქართულ ოცნებასთან." ეს არგუმენტი მიუღებელია თანაპარტიელებისთვის. სხვა პარტიების წარმომადგენლები კი გარიგებაზე საუბრობენ.

დღეს უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობას. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხმის მიცემის პროცესი ჩავარდეს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში