ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 

18 მაისი 2023, 15:02 663 ნახვა

ურბანული გენოციდი - ასე აფასებს ოპოზიცია ბათუმში დაგეგმილ სამშენებლო ამნისტიას, რომელზეც  დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა. ოპოზიციის  შეფასებით, ბათუმის ჩაბეტონებას,  ქაოსურ და უკანონო  მშენებლობებს  მწვანე შუქს ხელისუფლება უნთებს და ეს კორუფციული გარიგებების  შედეგია, მსგავსი ამნისტიები კი უკანონო ქმედებებს ახალისებს.  ოპოზიციის  განცხადებით,  პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების სტანდარტიც და ამნისტია, რომელიც მოქალაქეებზე მეტად   სამშენებლო ბიზნესზეა  მორგებული. 

მმართველი გუნდი ოპონენტებს პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. ამნისტიის იდეის ავტორის განმარტებით, გაითვაილისწინეს სპეციალისტების რეკომენდაციებიც და მკაცრად არის გაწერილი სამშენებლო  უსაფრთხოების  სტანდარტები,  რომლის დაკმაყოფილებაც ექსპლუატაციის  პროცესში  მშენებლებს  ან კორპუსის  მცხოვრებლებს  მოუწევთ.

''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადებით, კანონს არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში