ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

18 მაისი 2023, 14:20 687 ნახვა

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. კომისიის წარმომადგენლები ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას ესწრებიან: "ნაციონალური მოძრაობის",  "ლელოს",  "რესპუბლიკური პარტიის",  "გირჩის",  პარტია "საქართველოსთვის", "ევროპელი სოციალისტების  წევრები.

ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში