ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში

18 მაისი 2023, 19:57 749 ნახვა

და კიდევ ერთი ევროპული დავალების შესრულების პროცესს დღეს ვენეციის კომისიის დელეგაცია გაეცნო.საუბარია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე.კომისიის წევრებმა ვიზიტი პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრებით დაიწყო. როგორც იცით,პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში შესწორების შემდეგაც გაგზავნა.დოკუმენტზე დაჩქარებული წესით დასკვნის მიღებას ითხოვდა ერთი თვის წინ  ქართული ოცნება,სადაც დღეს უკვე ამბობენ,რომ ევრორეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის პუნქტი შესაძლოა საერთოდ ამოიღონ,რადგან “ევროპელ პარტნიორებს პერსონალური მიდგომა აღარ მოსწონთ. ახლა  საინტერესოა,როგორი იქნება ხელახლა გაგზავნის შემდეგ საბოლოო შეფასება, რომელსაც ივნისის დასაწყისში ელოდებიან.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში