პირდაპირი ფრენები რუსეთთან

18 მაისი 2023, 20:00 719 ნახვა

რუსეთ-საქართველოს შორის პირველი რეისის ოფიციალურ შესრულებამდე ერთი დღით ადრე 108 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტონ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი,დაუყოვნებლივ თქვან უარი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ.განცხადებაზე ხელმომწერების შეფასებით,ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას.პირდაპირი ფრენების აღდგენას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოშ.კელი დეგნანსი კითხვები აქვს,რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, და რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში