პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის - პრემიერის კომენტარი

19 მაისი 2023, 12:08 721 ნახვა

ყველაფერი შესაბამისობაშია ეროვნულ პოლიტიკასთან და საერთაშორისო სანქციებთანაც - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერმა, რომელმაც ჰკითხა - როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რამდენად რელევანტურია ფრენების აღდგენა?

„საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამია, ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა და იყოს ეკონომიკა, ის არის ამ ქვეყნის მტერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში