სოციალური სახლი

16 თებერვალი 2017, 00:00 1680 ნახვა

ხულოს სოციალურ სახლში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბენეფიციარების განცხადების მიღება უახლოეს დღეებში დასრულდება. საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ეკომიგრანტ ოჯახთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში ირიცხებიან. ხულოს გამგებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტის კომისია სარეკომენდაციოა და მათ მიერ შერჩეულ ოჯახებს სამომავლოდ სამთავრობო კომისია შეისწავლის. ხულოში სამი 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. რისთვისაც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 814 464 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში