პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის

19 მაისი 2023, 14:20 759 ნახვა

ავიაკომპანია ''აზიმუტის'' შემდეგ პირპიდაპირ ფრენებს 20 მაისიდან კომპანია ჯორჯიან ეარვეისიც იწყებს. რეისები კვირაში 7-ჯერ ჩაინიშნა. მიმდინარე წლის ივნისიდან ავიაკომპანია რედ კინგსი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზია. 

ოპოზიციის ნაწილმა ფრენების განახლებაზე დღეს საღამოს პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ჩანიშნა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში