„ჩვენი ჯარი“ - პროექტი სკოლებში დასრულდა

20 მაისი 2023, 11:19 619 ნახვა

საჯარო სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ოფიცრები და სერჟანტები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 1 301 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

ჯარისკაცები მაღალი კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებოდნენ და ჯარისკაცის პროფესიას, ეროვნული გმირების ისტორიებს, სამხედრო მოსამსახურის დღის განრიგს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებს აცნობდნენ.

სალექციო-დისკუსიური ხასიათის გაცნობით შეხვედრებზე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტომასალის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

პროექტი მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება, სკოლების გარდა, „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთანაც მართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში