ლავროვის ოჯახის ქორწილი აღარ გაიმართება - პრეზიდენტმა პირობა მიიღო

20 მაისი 2023, 18:09 1110 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს და ქორწილი აღარ გაიმართება - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ქართული კომპანიის „აირზენას“ მიერ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებულ ფრენასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული ფაქტის გამო ის კომპანიას ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც იმავეს მოუწოდებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში