კაპიტნის საკარიერო კურსები დასრულდა

21 მაისი 2023, 11:09 503 ნახვა

საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსებზე მსმენელებმა ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში.

მსმენელებმა ასეულის მეთაურის რანგში პარალელური დაგეგმვის პროცესი განახორციელეს, ასევე ჩაატარეს სამეთაურო-საშტაბო სწავლება სიმულაციური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.  კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კაპიტნის საკარიერო კურსების მიზანს შესაბამისი გვარეობის ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადება წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში