აჭარაში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩიეს

21 მაისი 2023, 20:05 1042 ნახვა

აჭარაში ''ნაციონალური მოძრაობის'' რაიონული თავმჯდომარეები აირჩიეს, ისე რომ ექვსივე მუნიციპალიტეტში არცერთ კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავდა.

ბათუმის ორგანიზაციას ლევან ანთაძე ქობულეთს ბონდო თედორაძე, ხელვაჩაურს მიშა ბოლქვაძე, ქედას რამინ ბერიძე, შუახევს ნუგზარ ამაღლობელი, ხულოს კი ირაკლი ჯორბენაძე უხელმძღვანელებს.

არჩევნები ელექტრონული ფორმით გაიმართა. ამბობენ, რომ მათთვისაც არასასიამოვნო იყო პარტიის წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გეგმები უკვე დასახულია,  შემდგომ ნაბიჯებად აქციებსა და სხვადასხვა აქტივობებს განიხილავენ.

კომენტარი არ გააკეთეს ''ნაციონალური მოძრაობის'' მეორე ფლანგის ნიკა მელიას მხარდამჭერებმა, შესაბამისად ჯერ უცნობია რა ფორმით გააგრძელებენ თავიანთ პარტიაში მუშაობას, სადაც არც პოლიტსაბჭოს აღიარებენ ლეგიტიმურად და არც რაიონული თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში