იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი

22 მაისი 2023, 12:01 713 ნახვა

შესაძლო კონსულტაციები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად.

საპარლამენტო უმრავლესობა დიალოგისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვაზე კატეგორიულ უარზეა. მათი განმარტებით, შექმნილი ვითარების ფონზე მმართველი გუნდის შეთავაზება ცინიკურია, რადგან ვინც უნდოდათ მათ იუსტიციის საბჭოში, უკვე დაამტკიცეს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ დასახელებული იქნებიან ახალი კანდიდატები და პროცესი სულ თავიდან დაიწყება.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ კენჭისყრა 1 კვირაში შედგება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში