ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა- რა მოხდა სკოლაში?

23 მაისი 2023, 18:12 3573 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა.მიზეზი მასწავლებლების პროტესტია. პედაგოგები კოლეგას, რომელსაც მოსწავლე და მშობელი ბულინგში ადანაშაულებს, სოლიდარობას უცხადებენ.მასწავლებლები ადმინისტრაციას სთხოვენ  პედაგოგი სასწავლო პროცესს დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლე დააბულინგა. საგაკვეთილო პროცესის  დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი  კი მოსწავლემ ტელეფონით გადაიღო.მომხდარზე სკოლაში შიდა მოკვლევა  დაიწყო.სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მასწავლებელმა საკუთარი ნებით სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, თუმცა როდის დაკმაყოფილდება ის უცნობია.  ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები მომხდარს არ ეთანხმებიან  და ამბობენ, რომ ამ ქმედებამ სკოლის  ავტორიტეტი მიზანმიმართულად  შელახა.ჩვენ ვცადეთ, მშობელსა და მოსწავლეს გავსაუბრებოდით, თუმცა დღეს  ისინი სკოლაში არ იმყოფებოდნენ .ამის მიუხედავად მათთან დაკავშირებას ისევ ვცდილობთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში