საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

23 მაისი 2023, 18:54 565 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულთა შორის ოთხი მსჯავრდებული ქალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში